Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილინკოვიჩ-სავიჩი:“ ჩვენ ინტერთან მარცხი არ დავიმსახურეთ“

ლაციოს ნახევარმცველმა სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა ინტერთან მარცხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიანკოჩელესტი მინიმუმ ქულას იმსახურებდა.

„ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ვფიქრობ, რომ ლაციომ მინიმუმ ქულა დაიმსახურა. ჩვენ შანსები გვქონდა, რომელთა გამოყენებაც ვერ მოვახერხეთ, ამიტომ ახლა ეს შეხვედრა უნდა დავივიწყოთ და მომდევნ მატჩზე ვიფიქროთ.

„მარცხის მიუხედავად, ჩვენ სეზონის სტარტთან შედარებით პროგრესი გვაქვს. ახლა გუნდს მწვრთნელის უფრო კარგად ესმის და ვიცი, რომ ეს ჩვენი პოტენციის მაქსიმუმი არ არის.“