Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილინკოვიჩ-სავიჩმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

გასული დღეების განმავლობაში იტალიურ მედიაში ლაციოს ერთ-ერთ ლიდერს სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩსა და გუნდის ხელმძღვანელობას შორის არსებულ უთანხმოებაზე არაერთმა გამოცემამ ისაუბრა და ისიც კი იწერებოდა, რომ სერბ ფეხბურთელს გუნდის დატოვება სურდა.

ამ საკითხზე კომენტარი 26 წლის ფეხბურთელმა თავად გააკეთა.

„მედიაში ჩემს მომავალთან დაკავშირებით უამრავ ინფორმაციას ვხედავ. ეს ჩემთვის ახალი არ არის, ამიტომ მე მათ ყურადღებას არ ვაქცევ და არ მადარდებს, რას წერენ ჩემზე. ჩემი მთავარი მიზანი ლაციოს გამარჯვება და გუნდის წარმატებაა.“

მილინკოვიჩ-სავიჩმა, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მიმდიანრე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.