Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილიტო:“ კონტე სწორი არჩევანია“

ინტერის ყოფილი შემტევის, დიეგო მილიტოს აზრით, ნერაძურის ხელმძღვანელობამ ანტონიო კონტეს დანიშვნით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„ისეთი დიდი მატჩის მაყურებლების გარეშე ნახვა, როგორიც მილანური დერბია, ძალიან საწყენია. დახურულ კარს მიღმა თამაში კარიერაში ერთხელ მომიწია და ამ მატჩიდან ცუდი გრძნობა დამრჩა.

„კარიერის მანძილზე არაერთი დერბი მითამაშია, თუმცა მათ შორის მილანური გრანდების დაპირისპირება გამორჩეულია, რადგან იცი, რომ მთელი მსოფლიო თვალყურს გადევნებს.

„მილანურ დერბიში გოლის გატანა ძალიან დიდი პატივია, მე კი ერთ შეხვედრაში 3 ურთულესი ბურთის შეგდება მოვახერხე და ამით ძალიან ვამაყობ და ამისთვის ჩემს თანაგუნდელებს ვუხდი მადლობას, რომელთა დახმარების გარეშეც კარიერაში ამდენ გოლს ვერ გავიტანდი.

„კონტე ? ჩემი აზრით, ინტერის ხელმძღვანელობამ ანტონიოს დანიშვნით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ინტერს ძველი დიდება დაუბრუნოს.

კორონა ვირუსის გამო ინტერის 5 ფეხბურთელი მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

„2010 წელს ჩვენ მილანი 9 კაცით დავამარცხეთ. მიხედავად დიდი დანაკლისისა, მე ინტერის მჯერა, რადგან მათ შესანიშნავი შემადგენლობა და არაჩვეულებრივი მწვრთნელი ჰყავთ.

„ლაუტარო ? მას დრო სჭირდებოდა, რომ თავისი კლასი ყველასთვის დაენახებინა. მან ერთ წელიწადში ძალიან დიდი პროგრესი განიცადა და თუ ასე გააგრძელა, ის თავის პოზიციაზე საუკეთესო გახდება.

„გადავიდა თუ არა ლაუტარო ინტერში ჩემს გამო ? რა თქმა უნდა არა. მე უბრალოდ ინტერს კონსულტაცია გავუწიე, რადგან ამ გუნდთან ახლო ურთიერთობა მაქვს. ფეხბურთელის ინტერში მოხვედრა მის კლასზეა დამოკიდებული. ლაუტარო ყველას სურდა, თუმცა ინტერი ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა.

„მე მხოლოდ ერთი რამ ვიცი, ის ინტერში ყოფნით ბედნიერია და ყოველთვის, როცა მას ვესაუბრები, ამის თქმა დარწმუნებით შემიძლია.

„მესი ინტერში ? ეს უნდა ვირწმუნოთ და ამ ტრანსფერზე ვიოცნებოთ. ნერაძურიში უამრავ არგენტინელს უთამაშია და ვფიქრობ, რომ მესი გუნდს იდეალურად მოერგებოდა.“