Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მირაბელი:“ იუვენტუსის მთავარი მეტოქე ნაპოლი იქნება“

მილანის და ინტერის ყოფილმა დირექტორმა, მასიმილიანო მირაბელიმ სკუდეტოს მოპოვების ფავორიტებზე ისაუბრა.

„ნაპოლიმ ბაკაიოკოს გაფორმებით ძალიან კარგი ტრანსფერი განახორციელა. ის გატუზოს საშუალებას მისცემს, რომ გუნდი 4-2-3-1 ტაქტიკით ათამაშოს. მათ ასევე მოახერხეს და კულიბალი შეინარჩუნეს.

„მართალია ინტერი და ატალანტა ძალიან ძლიერები არიან, თუმცა ჩემი აზრით იუვეს მთავარი კონკურენტი წელს ნაპოლი იქნება, რადგან მათ უფრო ძლიერი გუნდი ჰყავთ.