Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მირაბელი:“ იუვეს დაბრუნება შეუძლია, მაგრამ სკუდეტოსთვის ინტერი და ნაპოლი იბრძოლებენ“

მილანის ყოფილი სპორტული დირექტორის მასიმილიანო მირაბელის აზრით, სკუდეტოს მფლობელის ვინაობა ინტერსა და ნაპოლის შორის გადაწყდება.

„სერია ა-ში ასეთი დაბალანსებული სეზონი უკვე დიდი ხანია არ ყოფილა. ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლაზე პრეტენზიას 6-7 გუნდი აცხადებს და რაიმე პროგნოზის გაკეთება ჯერჯერობით შეუძლებელია.

„იუვენტუსმა არც თუ ისე კარგი სტარტი აიღო, მაგრამ მათ ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავთ და ტურინელების ჩამოწერა არ შეიძლება, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ მათი მაქსიმუმი ოთხეული იქნება.

„ჩემი აზრით მიმდინარე სეზონში სკუდეტოსთვის ინტერი და ნაპოლი იბრძოლებენ. მათ ყველაზე კარგად შეთამაშებული და გრძელი სეზონისთვის გამზადებული გუნდი ჰყავთ.“