Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მირაბელი:“ მილანს დონარუმას კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის რთული გზის გავლა მოუწევს“

მილანის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ჯიჯო დონარუმას შესახებ ისაუბრა.

„ჩემი აზრით, დონარუმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა სამეულში შედის და მის ინტერესებს ერთ-ერთი საუკეთესო აგენტი იცავს.

„მის კონტრაქტთან დაკავშირებით სირთულეები ჩემი მილანში ყოფნის პერიოდშიც იყო და ახლაც ასეა, თუმცა ჩვენ უფრო რთულ მდგომარეობაში ვიყავით, რადგან მისვლისთანავე მისი კონტრაქტი იწურებოდა და სწრაფად უნდა გვემოქმედა.

„სიმართლე რომ გითხრათ, მილანის მიდგომამ ამ საკითხზე გამაკვირვა. მათ ძალიან დიდი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ ფეხბურთელთან ახალ კონტრაქტზე ემუშავათ, ახლა კი მათ მხოლოდ 9 თვე რჩებათ…

„ჩემი აზრით, სცენარი როგორც არ უნდა განვითარდეს, რაიოლა გამარჯვებული დარჩება.

„ჩემი და რაიოლას შეხვედრა დონარუმას თაობაზე 5 წუთი გაგრძელდა. მან მითხრა, რომ თუ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე გალიანისთან ვერ მიაღწია შეთანხმებას, რომელიც მისი მეგობარი იყო, ჩვენ საერთოდ შანსი არ გვქონდა, რადგან არ გვიცნობდა…

„რაიოლასთან გამკლავება ძალიან ძნელია. ის საუკეთესო აგენტია, რომელსაც შოუს დადგმა უყვარს. ის ყოველთვის ახერხებს, რომ თავისთვის და თავისი კლიენტისთვის მაქსიმალური სარგებელი ნახოს.

„მას დონარუმას კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის ჩადება ჩვენს დროსაც სურდა, თუმცა მაშინ მოვახერხეთ და ეს პუნქტი ჯიჯოს კონტრაქტიდან ამოვიღეთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.