Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მირაბელი:“ ტონალი დიდებული შენაძენია“

როსონერის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, მასიმილიანო მირაბელიმ გუნდის ხელმძღვანელობას სანდრო ტონალის ტრანსფერზე გაწეული სამუშაო მოუწონა.

„ტონალი დიდებული შენაძენია. სანდრო ახალგაზრდა, ძლიერი და ძალიან პერსპექტიული მოთამაშეა და საერთოდ, მილანი სწორად იქცევა, რომ აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს.

„ახლა მილანმა ჯიჯო დონარუმას კონტრაქტზე უნდა იზრუნოს. ვიცი, რომ გარკვეული უთანხმოება მხარეებს შორის კონტრაქტის დეტალებზე არის, თუმცა მილანმა დონარუმა აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს.

„დარწმუნებული ვარ, რომ დონარუმას მილანში ძალიან კარგი და წარმატებული კარიერა ელოდება, მისი დაკარგვა არ შეიძლება.“

Leave a Reply

Your email address will not be published.