Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მირალემ პიანიჩი ბარსელონაზე ოცნებობს

მირალემ პიანიჩის ახლო მეგობარმა ესპანურ გამოცემა – SPORT-თან საუბარში აღნიშნა,რომ ბოსნიელი ნახევარმცველი ბარსელონაში თამაშზე ყოველთვის ოცნებობდა.

30 წლის ფეხბურთელი ბოლო რამდენიმე კვირაში ესპანურ გრანდს ბევრჯერ დაუკავშირეს და იუვენტუსი და ბარსელონა ფეხბურთელების გაცვლას განიხილავენ.

„პიანიჩს იტალიაში არაჩვეულებრივი კარიერა აქვს,თუმცა სხვა ჩემპიონატშიც სურს თავისი ძალების გამოცდა.

„მან იტალიაში ყველა ტიტულის მოგება მოახერხა და თავისი ტალანტის დემონსტრირებას წლიდან წლამდე ახდენს.

„ბარსელონას მხრიდან ინტერესი გასაკვირი არ არის.ამას არ უნდა ვამბობდე,თუმცა მისი ოცნება ყოველთვის იყო კატალონიურ გრანდში თამაში.

„სიმართლე რომ გითხრათ,ის ბარსელონას თამაშებს არასოდეს  ტოვებს და მათი თამაშის სტილით მოხიბლულია.

„ნამდვილად არ ვიცი,შეიცვლის თუ არა მირალემი გუნდს,თუმცა ბარსელონა რომ მის ფიქრებშია,ამას ნამდვილად ვერ ვუარყობ.“