Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მირალემ პიანიჩი შესაძლოა რომაში დაბრუნდეს ?

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო შირას ინფორამციით, მირალემ პიანიჩის აგენტი ზაფხულში ბარსელონას აუცილებლად დატოვებს და სავარაუდოდ ბლაუგრანა მას სრულიად უსასყიდლოდ გაასხვისებს, მისი აგენტი კი ახალი გუნდის ძიებას უკვე შეუდგა.

ბოსნიელი ფეხბურთელის პრიორიტეტი სერია ა-ში, კერძოდ კი იუვენტუსში დაბრუნებაა, მაგრამ ტურინელები ჯერჯერობით მისი გაფორმებით დაინტერესებულები არ არიან და ფალი რამადანიმ ფეხბურთელის სამსახური მის ყოფილ გუნდს რომას შესთავაზა.

წყაროს ცნობით, ჯალოროსის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია და საბოლოო გადაწყვეტილებას რომას ახალი თავკაცი ჟოზე მოურინიო მიიღებს.