Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მირანჩუკი:“ ატალანტაზე შეყვარებული ვარ“

ბერგამოელების ახალმა შენაძენმა, ალექსეი მირანჩუკმა, რომლის სანაცვლოდაც ატალანტამ 14.5 მილიონი ევრო გადაიხადა, იტალიაში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

„ატალანტას უკვე ოფიციალურად შევუერთდი, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ. ატალანტა ბოლო პერიოდში ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ და საინტერესო გუნდად ითვლება და ძალიან მიხარია, რომ ამ კოლექტივის ნაწილი გავხდი.

„მათ თამაშებს ყოველთვის დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდი და თამაშის სტილი ძალიან მომწონდა, მე ატალანტა შემიყვარდა და მათი გულშემატკივარი გავხდი. იმედი მაქვს, რომ ადაპტაციის პერიოდს უმოკლეს დროში გავივლი და გუნდთან ერთად ტიტულების მოსაგებად ვიბრძოლებ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.