მირანჩუკი ატალანტას 6 კვირა ვერ დაეხმარება
Gazzetta dello Sport და Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ატალანტას ახალ შენაძენს, ალექსეი მირანჩუკს სამედიცინო შემოწმების დროს ბარძაყის კუნთის ტრავმა გამოუვლინდა და სამედიცინო შტაბის აზრით, ფეხბურთელს მინიმუმ 6 კვირა გაუცდება.
რუსი ფეხბურთელი ატალანტაში ტრანსფერი 14.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ რამდენიმე დღის წინ გაოფიციალურდა, თუმცა თავის სადებიუტო მატჩს ის დაახლოებით 4 ოქტომბერს, კალიარისთან გამართავს.