Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მირანჩუკი მილანში ტრანსფერის წინააღმდეგი არ არის, თუმცა…

ბრესტიდან ფაივრეს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, მილანი ატალანტას რუსი ნახევარმცველის ალეკსეი მირანჩუკის ტრანსფერზე გადაერთო, თუმცა როსონერის 25 წლის ფეხბურთელის გაფორმება გაუჭირდება.

Sky Sport-ის ჟურნალისტის ლუკა მარკეტის ინფორმაციით, მირანჩუკი მილანში გადასვლის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ბერგამოელები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე ძირითადი შემადგენლობის წევრის დაკარგვას არ აპირებენ და როსონერის მნიშვნელოვანი წინადადების გაკეთება მოუწევს, რომ ლა დეას აზრი შეაცვლევინოს.

მირანჩუკმა გასულ სეზონში სერია ა-ში ატალანტას მაისურით 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.