მიჰაილოვიჩი:“ბოლონია იუვენტუსთან მოსაგებად იბრძოლებს“

ბოლონიას მთავარი მწვრთნელის თქმით,მისი გუნდი ნებისმიერ გუნდთან მხოლოდ მოსაგებად გადის მოედანზე და გამონაკლისი არც  ტურინის იუვენტუსი იქნება.

ბოლონია – იუვენტუსი დღეს,23:45 საათზე გაიმართება.

„იუვენტუსს გარკვეული უპირატესობა აქვთ.მათ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი შემადგენლობა ჰყავთ მსოფლიოში და ამასთან ერთად,ორი თამაშის ჩატარება უკვე მოასწრეს,რაც ძალიან დიდი უპირატესობაა.

„ჩვენ 3 თვის მანძილზე მოედანზე პირველად გავალთ,თუმცა როგორც ყოველთვის,ახლაც მოგებას შევეცდებით.მართალია სახლში ვთამაშობთ,თუმცა გულშემატკივრების არ ყოფნა ამ უპირატესობის 30-40 პროცენტით ამცირებს.ეს ორივე მხარისთვის რთული თამაში იქნება,ჩვენ მოედანზე წაგებულები არ გავალთ და ყველაფერი თამაშის დროს გაირკვევა.

„სავარჯიშო სესიებზე გუნდის ფიზიკურ და მენტალურ მხარეს დიდი ყურადღება მივაქციეთ,თუმცა ვარჯიში ერთია და თამაში მეორე,იმედი მაქვს ბიჭები კარგ ფორმაში არიან.

„ახლა,როდესაც ერთ თამაშში 5 ცვლილების უფლება მაქვს,სათადარიგოთა სკამის დიდი იმედი მაქვს,წინააღმდეგ შემთხვევაში 40 დღში 12 თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება წარმოუდგენელია.

„ბოლონია მენტალურად არ შეცვლილა,ჩვენ ყველა თამაშს ერთი სურვილით ვიწყებთ – რომ გავიმარჯვოთ.დაცვაში ჩაჯდომა და მხოლოდ კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ჩემი სტილი არ არის.“

Leave a Reply

Your email address will not be published.