Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მიჰაილოვიჩს კორონა ვირუსი დაუდასტურდა

ბოლონიამ დაადასტურა, რომ სინიშა მიჰაილოვიჩის ტესტი კორონა ვირუსზე დადებითია და ის კარანტინშია მოთავსებული.

მოგეხსენებათ, სერბ სპეციალისტს 2019 წელს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს და მან ქიმიის და ძვლის ტვინის გადანერგვის პროცედურები ჩაიტარა. საბედნიეროდ, სინიშა სრულიად გამოჯანმრთელდა, თუმცა გავლილი პროცედურების გამო ის მაღალი რისკის ჯგუფში შევიდა.

აქვე გაცნობებთ, რომ ვირუსი კიდევ ერთ გუნდს – სპალს დაუდასტურდა. სპალი სერია ბ-ში დაქვეითდა და ვარჯიშის განახლებას მომავალ კვირაში აპირებდა, თუმცა პირველ რიგში გუნდს კარანტინის გავლა მოუწევს.

Leave a Reply

Your email address will not be published.