Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მნიშვნელოვანი დღე იუვენტუსში…

ხვალ იუვენტუსის ახალი თავკაცი მაქს ალეგრი ტურინში დაბრუნების შემდეგ პირველ პრეს-კონფერენციას გამართავს, რის შემდეგც იუვენტუსი მომდევნო სეზონისთვის მზადებას ოფიციალურად შეუდგება.

ალეგრის განკარგულებაში ხვალ დიბალა, არტური, მაკკენი, პელეგრინი, რუგანი, დე შილიო, პერინი და რამდენიმე 23-წლამდელთა გუნდიდან დაწინაურებული ფეხბურთელი იქნება, რამდენიმე კვირაში კი მათ ევროპის და კოპა ამერიკას ჩემპიონატებზე მონაწილე ფეხბურთელები შეუერთდებიან.

ხვალ ასევე სერია ა მომდევნო სეზონის ოფიციალურ კალენდარს წარადგენს, რომელიც ახალი, ასიმეტრიული წესით იქნება გაწერილი.