Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მოდრიჩი:“იუვენტუსი ფავორიტია,თუმცა მე ლაციოს გამარჯვება მსურს“

ლუკა მოდრიჩმა კრიშტიანუ რონალდუზე და იტალიის ჩემპიონატზე ისაუბრა.

„იტალიური ფეხბურთი საოცრად მიმზიდველია.გული მწყდება,რომ მილანს ცუდი დრო უდგას.იმედია ნამდვილი როსონერი ევროპულ ფეხბურთს მალე დაუბრუნდება.

„ხორვატებს WhatsApp-ში ჯგუფი გვაქვს და იტალიაში მოთამაშე თანამემამულეებთან ხშირი კავშირი მაქვს.მიხარია,რომ მათ კარგი გუნდები იპოვნეს.

„ჩემი საყვარელი მოთამაშე?მე ყოველთვის მომწონდა ტოტი,დელ პიერო და პირლო.ახლა იტალიაში უამრავი იმედის მომცემი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს.ზანიოლო,სენსი და სხვა.

მოდრიჩმა რეალის იუვენტუსთან დადებული პენალტიც გაიხსენა.

„ჩემი აზრით,პენალტი დასადები იყო.არ აქვს მნიშვნელობა,თამაშის წესები 35 წუთზე დაირღვევა თუ 95-ზე.ბუფონის ემოციები გასაგები იყო.ის კარგი ადამიანი და ერთ-ერთი უდიდესი მეკარეა.

„რონალდუ?ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.რეალს მისი გოლები ძალიან დააკლდა.კრიშტიანუ მთელს გუნდს მოტივაციას გვმატებდა.“

„სერია ა-ს ფავორიტი რათქმაუნდა იუვენტუსია,თუმცა ვფიქრობ იტალიისთვის ლაციოს ან ინტერის გამარჯვება უკეთესი იქნებოდა.

Leave a Reply

Your email address will not be published.