Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მოიზე კინი შესაძლოა იუვეში დაბრუნდეს

მოიზე კინი, რომელიც ევერტონში გასულ ზაფხულსი იუვენტუსიდან, 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, შესაძლოა ბიანკონერიში დაბრუნდეს.

20 წლის იტალიელი ფორვარდის კარიერა ინგლისში არ აეწყო და ევერტონი მზად არის, ფეხბურთელი ბიანკონერიში იჯარის წესით გაუშვას, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

იუვენტუსი თავის მხრივ ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელის დაბრუნების წინააღმდეგი არ უნდა იყოს. მოგეხსენებათ გუნდი გონსალო იგუაინის კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობს და კინის ტალანტის მქონე ფეხბურთელი გუნდს ნამდვილად გამოადგება.

Leave a Reply

Your email address will not be published.