Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოლაპარაკებები მილანსა და კესის შორის ჩიხში შევიდა

რამდენიმე იტალიური წყაროს ინფორამციით, მილანსა და კესის შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები წინ ვერ მიიწევს და შეიძლება ითქვას, რომ მხარეები ჩიხში არიან შესული.

მილანი ფრანკს ხელშეკრულების 5 წლით გახანგრძლივებას და პროგრესული ხელფასის სისტემას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც ის პირველი 2 სეზონი 5.5 მილიონს, შემდეგ 6, ბოლო 2 სეზონი კი 6.5 მილიონ ევროს მიიღებს, მაგრამ კესი ამ პირობებზე თანახმა არ არის.

Corriere dello Sport-ის ინფორამციით, ფრანკი სეზონში გარანტირებულ 8 მილიონ ევროს ითხოვს, ყოველგვარი ბონუსების გარეშე, თუმცა ამ თანხის გადახდას მილანი არ აპირებს და მალდინიმ ამ თემაზე მინიშნება სეზონის სადებიუტო მატჩის წინ გაკეთებულ კომენტარში ნათლად გააკეთა (იხილეთ აქ).

მილანმა სანდრო ტონალი უკვე გამოისყიდა და ტიემუ ბაკაიოკო გუნდს მალე შეუერთდება, თუმცა კესის გაურკვეველი მომავლის გამო როსონერი იასინ ადლის და რომან ფაივრეს ტრანსფერებზე აქტიურად მუშაობს და თუ კესი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, მინიმუმ ერთ-ერთ მათგანს აუცილებლად დაიმატებს.