მომბლანო:“ იუვენტუსმა ტორესთან შეთანხმებას უკვე მიაღწია, ძანიოლო იუვეში ?…“
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის ლუკა მომბლანოს ინფორმაციით, იუვენტუსი პაუ ტორესის ტრანსფერზე აქტიურობს და ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს.
„ჩემი ინფორმაციით, იუვენტუსმა პაუ ტორესთან პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას უკვე მიაღწია, რომლის მიხედვითაც ის 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და წლიურად გასამრჯელოს სახით 4 მილიონ ევროს მიიღებს.
„მოლაპარაკებები გრძელდება იუვენტუსსა და ვილიარეალს შორის. ბიანკონერის პირველი წინადადება 35 მილიონი და ბონუსები იყო, ესპანელებს კი დაახლოებით 45 მილიონის მიღება სურთ.
„ძანიოლოს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ნიკოლოს იუვენტუსში ტრანსფერის შანსი დაახლოებით 85 პროცენტია.“