Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მომბლანო:“ კონტემ ანიელისთან იუვენტუსში დაბრუნება შეათანხმა“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის ლუკა მომბლანოს ინფორმაციით, იუვენტუსი სეზონის ბოლოს გუნდში ანტონიო კონტეს დაბრუნებას აპირებს, რომელსაც ტოტენჰემთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.

„ჩემი ინფორმაციით, ანიელი და კონტე უკვე შეთანხმებულები არიან, რომ ანტონიო იუვენტუსში უნდა დაბრუნდეს.

„კონტეს სურს, რომ ეს ინფორმაცია მაქსიმალურად გვიან გავრცელდეს, რაც ინგლისში პრობლემებს თავიდან აარიდებს და სეზონის მშვიდად დასრულების საშუალებას მისცემს.“