Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მომდევნო სეზონში ატალანტას ჩემპიონთა ლიგის მატჩების ჩატარება ბერგამოში შეეძლება

ატალანტამ ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ გუნდის სტადიონმა UEFA-ს ინსპექცია წარმატებით გაიარა და მომავალ სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგის თამაშებს საშინაო არენაზე უმასპინძლებს.

„ბედნიერები ვართ გაცნობოთ, რომ UEFA-ს წარმომადგენლების ვიზიტი სტადიონის შემოწმების მიზნით პოზიტიურად განვითარდა.

„ინსპექციამ აჩვენა, რომ სტადიონს გარკვეული სამუშაოები ჯერ კიდევ სჭირდება, რომელიც რამდენიმე კვირაში დასრულდება და ამის შემდეგ ატალანტას ჩემპიონთა ლიგის მატჩების ბერგამოში, Gewiss Stadium-ზე შეეძლება.“

ბერგამოელებს გასულ წელს სტადიონის გაუმართაობის გამო საშინაო მატჩების ჩატარება სასუოლოს Mapei Stadium-სა და მილანის და ინტერის San Siro-ზე უწევდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ატალანტას პრეზიდენტმა გააკეთა.

„შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს პატარა ქალაქში ჩემპიონთა ლიგის მატჩის ნახვა კდიევ ერთი ახდენილი ოცნების ტოლფასია. ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომეთ და სტადიონზე სერიოზული სამუშაოები ჩავატარეთ. ერთი სული მაქვს, როდის გაიჟღერებს ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჩვენს არენაზე.“

Leave a Reply

Your email address will not be published.