Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მონაკომ ინტერს ბალდეს ფასი შეუთვალა

ინტერი კეიტა ბალდეს ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და მონაკომ ნერაძურის ფეხბურთელის ფასი უკვე დაუსახელა

Tuttosport-ის ინფორმაციით, ინტერს 26 წლის შემტევის გასაფორმებლად მინიმუმ 7-8 მილიონი ევროს გადახდა დასჭირდება.

სიმონე ინძაგი ბალდეს კარგად იცნობს და სენეგალელ ფეხბურთელს კარიერაში ყველაზე კარგი პერიოდი სწორედ ინძაგის გუნდში აქვს გატარებული, ამიტომ ის ინტერში ტრანსფერის წინააღმდეგი ნამდვილად არ არის და ეს ფეხბურთელსი აგენტმაც დაადასტურა.

წყაროს ცნობით, ინტერს ბალდეს გასაფორმებლად პირველ რიგში სახელფასო ხარჯების შემცირება მოუწევს და 26 წლის ფორვარდის ტრანსფერზე მუშაობას სავარაუდოდ დალბერტი-ვიდალის გუნდიდან წასვლის შემდეგ დაიწყებს.