Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მონაკომ იუვეს ჩუამენის ფასი შეუთვალა

იუვენტუსი ზამთარში ნახევარდაცვის გაზის გაძლიერებას გეგმავს და თუ ტურინელებმა აარონ რემსის და უესტონ მაკკენის გაყიდვა მოახერხეს, მათი ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე მონაკოს 21 წლის ტალანტი აურელიენ ჩუამენი იქნება.

ფრანგ ფეხბურთელს ტურინულ გრანდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშიც უკავშირებენ, მაგრამ იუვემ ნახევარდაცვის ხაზის გადატვირთულობის გამო მისი გაფორმება ვერ მოახერხა და ბედს კიდევ ერთხელ ზამთარში ცდის.

Tuttosport-ის ინფორამციით, მონაკო მზად არის ფეხბურთელს გამოემშვიდობოს, თუმცა სანაცვლოდ 35-40 მილიონი ევროს გამომუშავება სურს.