Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მონტელა:“ ბალოტელის იტალიის ნაკრებში დაბრუნება სურს“

ადანა დემირსპორის მწვრთნელის ვინჩენცო მონტელას თქმით, მარიო ბალოტელის ნაკრებში დაბრუნება სურს.

ბოლო პერიოდში იტალიის ნაკრებს გოლების გატანის მხრივ პრობლემები აქვს, რის გამოც ბალოტელის ნაკრებში დაბრუნებაზე საუბარი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს.

მარიო ამ წუთისთვის მონტელას გუნდში თამაშობს, სადაც 13 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.

„ბალოტელის თავიდან ჩვენს სისტემაზე მორგება გაუჭირდა, თუმცა ახლა მისი სიტუაცია დღითი დღე უმჯობესდება, ის ბევრს მუშაობს და დარწმუნებული ვარ, რომ მარიო გუნდს ძალიან გამოადგება.

„მას იტალიის ნაკრებში დაბრუნება სურს და მე მას შევპირდი, რომ ამ სურვილის ახდენაში მივეხმარებოდი.“