Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მონტელა:“ დონარუმა პსჟ-ში მსოფლიოს საუკეთესო კიპერი გახდება“

ჯანლუკა დი მარციოს, ფაბრიციო რომანოს და სხვა ავტორიტეტული წყაროების ინფორმაციით, ჯიჯო დონარუმას პსჟ-ში ტრანსფერი უახლოეს 48 საათში დადასტურდება. იტალიელი კიპერი პარიზელებთან კონტრაქტს 2026 წლამდე გააფორმებს და მისი ანაზღაურება წელიწადში ბონუსების ჩათვლით 12 მილიონი ევრო იქნება.

ამ საკითხზე კომენტარი ვინჩენცო მონტელამ გააკეთა:

„დონარუმა პსჟ-ს რიგებში მსოფლიოში საუკეთესო მეკარე გახდება. ამის თქმა მიჭირს, მაგრამ დღესდღეობით პარიზელებს უფრო ბრძოლისუნარიანი გუნდი ჰყავთ, ვიდრე მილანს.

„რა თქმა უნდა, მილანი გაცილებით ისტორიული და პრესტიჟული გუნდია, მაგრამ ტიტულების მოგების შანსი ჯიჯოს დღეს პსჟ-ში უფრო აქვს. ჩემი აზრით, მან როსონერი არა ფულის, არამედ ამბიციების გამო დატოვა.“