Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მონტერო:“ პირლოს ზიდანის ქარიზმა აქვს“

იუვენტუსის ყოფილმა მცველმა და ახლა სამბენედეტესის მთავარმა მწვრთნელმა, პაოლო მონტერომ ანდრეა პირლოს იუვენტუსში დანიშვნის შესახებ ისაუბრა.

„როგორც იუვენტუსის გულშემატკივარი, ამ გადაწყვეტილებს ნამდვილად არ ველოდებოდი. პირლო მთელს იტალიას ძალიან უყვარს. მე მას კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ძალიან ინტელიგენტი და ჭკვიანი ადამიანია.

„ზიდანთან მისი შედარება სწორი არ იქნება, რადგან ზიზუს კარლო ანჩელოტის ასისტენტად ნამუშევარი ჰქონდა და ასე თუ ისე სამწვრთნელო საქმიანობასთან შეხება ჰქონდა, თუმცა მათ ერთი რამ მაინც აქვთ საერთო – არც ერთ მათგანს არ უყვარს ბევრი საუბარი და ორივეს თავისებური ქარიზმა აქვს.

„იუვენტუსში პირლოს ყველა პატივს ცემს და მის გადაწყვეტილებებს უსიტყვოდ დაემორჩილებიან.

„სუარესი თუ კავანი? ჩემი აზრით, როდესაც გუნდში რონალდუ გყავს, ცენტრში ისეთი ფეხბურთელი გჭირდება, რომელიც მეტოქის დაცვას გაწელავს და პორტუგალიელს თავისუფალ ზონებს გაუჩენს, ასეთი კი სუარესია. კავანი უფრო მოძრავი ფეხბურთელია, რონალდუს კი ბენზემას ტიპის ფეხბურთელი სჭირდება.“

Leave a Reply

Your email address will not be published.