Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მონტოლივო:“ თუ კესის წასვლა უნდა, მან გუნდი უნდა დატოვოს“

მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა რიკარდო მონტოლივომ ფრანკ კესის სიტუაციაზე ისაუბრა და სტეფანო პიოლის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„დღევანდელი მილანის წარმატების მთავარი საიდუმლო სტეფანო პიოლია, ის გუნდის ნამდვილი არქიტექტორია. ბოლო 2 წლის განამვლობაში მან ისეთი ფეხბურთელების განვითარება შეძლო, რომლებზეც ბევრს ხელი ჩაქნეული ჰქონდა.

„კალაბრია, ტონალი, რებიჩი, სალმაკერსი, ლეაო და სხვები. მას აქვს ნიჭი, რომ ახალგაზრდა ტალანტებს თავიანთი პოტენციის გამოვლენის საშუალება მისცეს. პიოლიმ 2 წელიწადში მილანში დიდებული სამუშაო გასწია და ვფიქრობ, რომ ამ მომენტისთვის ის სერია ა-ში და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, რომელიც გუნდს შესანიშნავ ფეხბურთს ათამაშებს.

„კესი ? მე მილანს არასოდეს დავტოვებდი, მაგრამ თუ მას ახალი გამოწვევები სურს, ეს უნდა გააკეთოს. არ ვფიქრობ, რომ ეს ფულის საკითხია, ჩემი აზრით მას უბრალოდ რაღაც განსხვავებული სურს.

„მე მილანის პოლიტიკა და კონტრაქტებისადმი მიდგომა ძალიან მომწონს. გუნდის ხელმძღვანელობა თითოეულ ფეხბურთელს სამართლიან კონტრაქტს სთავაზობს და კომპრომისზე წასვლისგან თავს იკავებს. აი ეს არის პირობები, აიღე ან წადი, ეს გუნდს მეტ ფინანსურ სტაბილურობას მოუტანს.“