Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მონტოლივო:“ კიაერის ტრავმა მილანისთვის უდიდესი დარტყმაა“

მილანის ყოფილმა კაპიტანმა რიკარდო მონტოლივომ სიმონ კიაერის ტრავმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„გასული სეზონის მსგავსად, მილანს ტრავმების მხრივ კვლავ ძალიან დიდი პრობლემები აქვს, თუმცა რა თქმა უნდა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმონ კიაერის სიტუაციაა, რადგან ის არა მხოლოდ შესანიშნავი ფეხბურთელი, არამედ გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და მისი მოედანზე ყოფნა მილანის დონეს ზრდის.

„იმედი მაქვს, რომ რომანიოლი-ტომორის დუეტი როგორც სპორტული, ასევე მორალური თვალსაზრისით კიაერის ჩანაცვლებას მოახერხებენ.“