Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მონტოლივო:“ მარცხის მიუხედავად, მილანმა ხასიათი გამოავლინა“

მილანის ყოფილმა კაპიტანმა როკარდო მონტოლივომ როსონერის ფიორენტინასთან მარცხი შეაფასა.

„წაუგებელი სერიის დასრულება გუნდისთვის მენტალურად ყოველთვის რთული გადასატანია, მაგრამ არ მგონია, რომ ამან გუნდზე ცუდი გავლენა იქონიოს.

„მილანმა რეაგირება უშუალოდ მატჩშივე მოახერხა, მარტივი არ არის 3-ბურთიანი სხვაობის მიუხედავად ბრძოლა გააგრძელო, მაგრამ მილანმა არაერთი მომენტი შექმნა და ვფიქრობ, რომ რიგ მომენტებში მათ ძალიან არ გაუმართლათ. გუნდმა ძლიერი ხასიათი გამოავლინა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მარცხი მათ მოტივაციას კიდევ უფრო შემატებს.

„ლეაო ? ვფიქრობ, რომ ამ მომენტისთვის ის მილანის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და შეუცვლელი ფიგურაა.“