Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მონტოლივო:“ ჩალჰანოღლუ დერბიში გადამწყვეტი იქნება“

მილანის ყოფილი ნახევარმცველის, რიკარდო მონტოლივოს აზრით, მილანი დერბიში 2 – 0 გაიმარჯვებს.

დიავოლომ ბოლო 4 დერბი წააგო, თუმცა მონტოლივოს აზრით ეს ცუდი სერია 17-ში დასრულდება.

„ჩემი აზრით, ჩალჰანოღლუ 17-ში გადამწყვეტ როლს ითამაშებს. როგორც იქნა, მას ცენტრში ათამაშებენ და არა ფლანგებზე.

„მისი ფლანგზე გადაყვანა ჰაკანის ტალანტის კარგვა იყო, მას საჯარიმოსთან უფრო ახლოს ყოფნა სჭირდება. ასევე უმნიშვნელოვანესი იქნება დონარუმა, რომლისგანაც სასწაული ბურთების აღება აღარ გვიკვირს.

„ჩემი აზრით, მილანი დერბის 2 – 0 მოიგებს და გოლებს ჩალჰანოღლუ და იბრაჰიმოვიჩი გაიტანენ“