Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მორატამ საკუთარ მომავალზე კომენტარი გააკეთა

ალვარო მორატას თქმით, მაქს ალეგრის იუვენტუსში მისვლით მისი მომავალი არ შეცვლილა.

მორატა იუვენტუსში ერთწლიანი იჯარით დაბრუნდა და დიდი ალბათობით ბიანკონერი ესპანელი ფორვარდის იჯარას 10 მილიონის სანაცვლოდ გაახანგრძლივებს.

„მე გუნდის სპორტულ დირექტორს (ჩებურინის) უკვე ვესაუბრე, თუმცა სანამ ოფიციალური განცხადება არ გაკეთდება, მე არაფრის თქმა არ შემიძლია.

„ალეგრის დაბრუნებას არაფერი შეუცვლია, ჩვენ უცნაური სეზონი გვქონდა და იმედი გვაქვს, რომ წინ უფრო წარმატებული წელი გველოდება. გუნდს ქომაგები ძალიან დააკლდა, ისინი აშკარა სხვაობას ქმნიან.“