მორატას ატლეტიკოს დატოვება არ უნდა

Mundo deportivo-ს მტკიცებით,ალვარო მორატა ატლეტიკოს დატოვებას უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არ აპირებს.

27 წლის ესპანელი,რომელიც ჩელსის საკუთრებაშია,მიმდინარე სეზონს იჯარის წესით როხიბლანკოს შემადგენლობაში ატარებს და ატლეტიკო მის 55 მილიონ ევროდ გამოსყიდვას აპირებს.

მას შემდეგ,რაც ედინსონ კავანიმ ინტერის წინადადება უარყო და ატლეტიკოში გადასვლა არჩია,ინტერმა ალვარო მორატას გაფორმების სურვილი დააფიქსირა.

ფეხბურთელის სურვილის მიუხედავად,ინტერი დანებებას არ აპირებს და ტრანსფერში მატიას ვესინოს ჩართვას აპირებს,რომელიც სიეგო სიმეონეს ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

ვესინოს სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროა,რასაც ინტერი კიდევ 30 მილიონს დაუმატებს და იმედი აქვს,რომ ესპანელები ამ წინადადებას დასთანხმდებიან.

Leave a Reply

Your email address will not be published.