Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მორატას დისკვალიფიკაციის პერიოდი შეუმცირდა

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ იუვენტუსის ფორვარდს, ალვარო მორატას დისკვალიფიკაციის პერიოდი 1 მატჩამდე შეუმცირა და ესპანელი ფეხბურთელი კვირას, ჯენოას წიანაღმდეგ მატჩში მონაწილეობის მიღებას მოახერხებს.

ბიანკონერის ფეხბურთელმა წითელი ბარათი ბენევენტოსთან მატჩში მსაჯის უპატივცემულობის გამო მიიღო და დისციპლინარულმა კომისიამ მას 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, რომელიც იუვენტუსმა იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში გააპროტესტა და შედეგი მიიღო კიდეც.