Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მორატას იუვენტუსში დარჩენა სურს

პორტუსთან არც თუ ისე წარმატებული მატჩის შემდეგ ალვარო მორატამ ძალიან დიდი კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა საერთო ჯამში მისი სეზონი იუვეში საკმაოდ პოზიტიური იყო.

Tuttosport-ის ინფორამციით, 28 წლის ესპანელმა ფორვარდმა იუვენტუსის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ მას ტურინში დარჩენა სურს.

ალვაროს შენარჩუნების წინააღმდეგი არც თავად იუვენტუსია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ფორმულით გააკეთებენ ამას. მორატა იუვენტუსს იჯარის წესით ატლეტიკოდან 10 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა. იუვენტუსს მისი გამოსყიდვა 45 მილიონად შეუძლია, ან მისი იჯარის კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივება, შემდეგ კი მისი 35 მილიონად გამოსყიდვა.

ფინანსური კრიზისის გამო, სავარაუდოდ ტურინელები მეორე ვარიანტს აირჩევენ და მორატას იჯარას ერთი წლით გაახანგრძლივებენ.

გათიშვა