Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მორატას ტურინული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას…

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი ალვარო მორატას გამოსყიდვას სკეპტიკურად უყურებს და თვალი მაურო იკარდი – დუშან ვლაჰოვიჩიდან ერთ-ერთს დაადგა.

მორატა იუვენტუსში იჯარის წესით 2020 წელს დაბრუნდა და 2-წლიანი იჯარის სანაცვლოდ ტურინელებმა 20 მილიონი უკვე გადაიხადეს. სეზონის ბოლოს ბიანკონერის მისი გამოსყიდვა 35 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა, მაგრამ რამდენიმე წყაროს ცნობით, იუვენტუსი ამ თანხის გადახდას ესპანელის სანაცვლოდ არ აპირებს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინელებს შეტევის ხაზის გაძლიერება დუშან ვლაჰოვიჩით სურთ, თუმცა თუ მისი გაფორმება არ მოხერხდა, ტურინელები მაურო იკარდიდს დამატებას შეეცდებიან, ალვარო მორატას კი სეზონის ბოლოს ატლეტიკოში დააბრუნებენ.