Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მორატა:“ არ დაგავიწყდეთ, ჩვენ ვართ იუვე!“

ალვარო მორატა სეზონის არც თუ ისე წარმატებული სტარტის მიუხედავად იმედს არ კარგავს და იუვენტუსის გულშემატკივრებს ინსტაგრამის მეშვეობით ამხნევებს.

ესპანელმა ფორვარდმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო, მის ანგარიშზე 17 მატჩში 10 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა, თუმცა იუვენტუსმა ზამთარი სატურნირო ცხრილის მე-6 ადგილზე დაასრულა და სტაბილური თამაშის ჩვენება უჭირს.

„ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ იუვენტუსი ვართ! როგორც კი გუნდს ოდნავ რთული პერიოდი აქვს, ყველა ცდილობს, რომ ჩვენს მიმართ დამსახურებული და დაუმსახურებელი კრიტიკა გამოთქვას, თუმცა ეს მაისური რიგითი გუნდის მაისური არ არის, ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით, უფრო მეტი სიბრაზით და მონდომებით!“