Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მორატა დიდი ალბათობით ინტერთან ითამაშებს

ალვარო მორატამ ტრავმის გამო იუვენტუსის ბოლო 2 მატჩი გამოტოვა და ესპანელი ფორვარდი ბიანკონერის ვერც სასუოლოსთან დაეხმარება.

თუმცა, Football Italia-ს ინფორმაციით, ალვარო უკვე მომავალ კვირაში Coppa Italia-ს მატჩში ჯენოას წინააღმდეგ თამაშს დიდი ალბათობით მოახერხებს.

მიმდინარე სეზონში მორატა იუვენტუსის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახლავთ და იუვენტუსს მისი ფორმაში ყოფნა აუცილებლად დასჭირდებათ, რადგან სასუოლოსთან მატჩის შემდეგ სერია ა-ში ტურინელების მეტოქე ინტერი იქნება და იუვეს არც ამ შეხვედრაში აქვს წაგების უფლება…

გათიშვა