Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მაროტა:“ ერიქსენი ინტერს ვერ მოერგო“

ინტერის დირექტორმა სასუოლოსთან მატჩის წინ საინტერესო თემებზე ისაუბრა და ერიქსენის გუნდიდან წასვლაზე მიანიშნა.

„ჩვენ რთულ სიტუაციაში ვართ, რომელსაც მხოლოდ იმ შემთხვევაში გავუმკლავდებით, თუ ერთიანად ვიმუშავებთ როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. მე გარანტიას გაძლევთ, რომ გუნდში სრული ჰარმონიაა და თითოეული ჩვენგანი ინტერის საკეთილდღეოდ ყველაფერს აკეთებს.

„მე რაიმე სახის ალიბის ძებნა არ მსურს, მაგრამ ეს სეზონი ძალიან ბევრი თვალსაზრისით უცნაურია.

„რეალთან მატჩში ჩვენ 10 კაცით დავრჩით, მადრიდელებს კი იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლდათ, მაინც ძალიან სოლიდური გუნდია.

„როგორც უკვე გითხარით, თავის გასამართლებელ მიზეზებს არ ვეძებ, მაგრამ სეზონი ახლახანს დაიწყო და წინ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, რომელსაც ოპტიმისტურად ვუყურებთ.

„ერიქსენს რაც შეეხება, ჩვენ ის იანვარში 20 მილიონ ევროდ გავიფორმეთ, ეს ძალიან კარგი ტრანსფერი იყო, რადგან მისი დონის ფეხბურთელს დღესდღეობით ასეთ ფასად ვერ იყიდი. სამწუხაროდ ის ინტერს ჯერჯერობით ვერ მოერგო და თუ ფეხბურთელი თხოვნით მოგვმართავს, რომ მას გუნდის დატოვება სურს, ჩვენ წინადადებებს განვიხილავთ.

„ინტერი შემადგენლობის გაძლიერებაზე ყოველთვის ფიქრობს, მაგრამ ზოგჯერ უმაღლესი დონის ფეხბურთელებსაც აქვთ პრობლემები, რომ ახალ გარემოს და განსხვავებული სტილის ფეხბურთს შეეგუონ.“