Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მორატა:“ იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს“

ალვარო მორატას აზრით, იუვენტუსი ანდრეა პირლოს ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოახერხებს.

„როგორც უკვე ვთქვი, აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. იუვეში ყოფნა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ძალიან დიდი პრივილეგიაა.

„ახლა მე უფრო გამოცდილი პერსონა და ფეხბურთელი ვარ და ამ შანსის გამოყენებას ვაპირებ.

„პირლოს მწვრთნელის ამპლუაში ხილვა ძალიან მსიამოვნებს. ვიცოდი, რომ ის მწვრთნელი გახდებოდა, რადგან მას ფეხბურთისადმი გასხვავებული მიდგომა ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს ეტყობოდა. ბედნიერი ვარ, რომ მის გუნდში თამაშის საშუალება მაქვს.

„ორი სამწვრთნელო სესიის შემდეგ მისმა პროფესიონალიზმმა გამაკვირვა. ის ახალბედა მწვრთნელია, თუმცა ზუსტად იცის, თუ როგორ უნდა ავარჯიშოს გუნდი და როგორ მიიტანოს თავისი სათქმელი ფეხბურთელების ყურამდე.

„დარწმუნებული ვარ, რომ წინ წარმატებული წლები გველოდება. მზად ვარ, რომ მწვრთნელის მითითებები ზედმიწევნით შევასრულო და მინდა, რომ სეზონში 35 გოლი გავიტანო.

„მე სწორ დროს სწორ ადგილას ვარ. იტალიასთან შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს, აქ ბევრი ტიტული მოვიგე და ამასთან ერთად ჩემი მეუღლეც იტალიაში გავიცანი.

„კრიშტიანუს ძალიან კარგად ვიცნობ. მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა და მან მითხრა, რომ ჩემი აქ ყოფნით თავადაც ბედნიერია.

„იუვედან წასვლა ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა, თუმცა კონტრაქტს ყველამ პატივი უნდა ვცეთ. დაბრუნებამდე ყველას ვესაუბრე და მივხვდი, რომ იუვეში გადმოსვლა სწორი არჩევანი იქნებოდა.

„ატლეტიკოში ბედნიერი ვიყავი და გუნდისთვის ბევრი გავაკეთე, თუმცა ახლა აქ ვარ და ყველაზე მთავარი ეს არის. გუნდის მხრიდან ჩემს მიმართ რწმენას ყოველთვის ვგრძნობდი, რაც ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„იუვე ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად ასპარეზობს და ტიტულს აუცილებლად მოვიგებთ, იმედი მაქვს, რომ ეს ამ სეზონში მოხდება.

„წინ ძალიან დიდი სამუშაო გველოდება, რადგან ტიტულის მოგება მარტივი არასოდეს არის. სერია ა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია და ბოლო წლებში მისმა ხარისხმა უფრო მოიმატა, თუმცა ჩვენ ზედიზედ მე-10 სკუდეტოს მოგება გვსურს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.“