Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მორატა:“ იუვენტუსს ფინალში თამაში სურს“

ალვარო მორატამ, რომელმაც დინამო კიევის წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა, მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ გვსურდა, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში წარმატებისთვის მიგვეღწია და კარგი თამაში გვეჩვენებინა, რაც ჩემი აზრით გამოგვივიდა კიდეც.

„ლიგის მოგების შანსი იუვენტუსს ყოველთვის აქვს და გვინდა, რომ ფინალში ვითამაშოთ და თასი ტურინში წავიღოთ.“