Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მორატა:“ იუვენტუსში დაბრუნება ყოველთვის მინდოდა“

იუვენტუსში გადასვლის შემდეგ, ალვარო მორატამ პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ტურინში დაბრუნება ყოველთვის სურდა.

ესპანელი ფორვარდი იუვენტუსის ღირსებას 2014-16 წლებში იცავდა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იუვენტუსის მაისურით თამაში კიდევ მომიწევს. ამ გუნდის და ამ ქალაქის მიმართ დიდი სიყვარული მაკავშირებს.

„ერთი სული მაქვს, გუნდს როდის შევუერთდები და მათთან ერთად თამაშის საშუალება მომეცემა. იუვეში წარმატებული პერიოდი გავატარე, თუმცა მწამს, რომ ახლა უკეთესი ფეხბურთელი ვარ და გუნდისთვის უფრო მეტის გაკეთება შემიძლია.

„იუვენტუსისთვის ყოველთვის მზად ვიქნები. ეს უდიდესი გუნდია, სადაც თავს ისე გრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ბიანკონერის რიგებში დაბრუნება  ყოველთვის მსურდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ წინ შესანიშნავი თავგადასავალი გველოდება.“

Leave a Reply

Your email address will not be published.