Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მორატა:“ იუვენტუსში კარიერის ბოლომდე დავრჩებოდი, თუმცა…“

დუშან ვლაჰოვიჩის გოლს ალვარო მორატამ უპასუხა და იუვენტუსმა ფლორენციიდან მხოლოდ ქულა წამოიღო.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი იუვენტუსის ესპანელმა ფორვარდმა გააკეთა.

„ჩემი გოლი ? ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის წარმატებაა და თუ გუნდი ვერ იმარჯვებს, გოლსაც არავინ გაიხსენებს. მეორე ტაიმში შედარებით უკეთ ვითამაშეთ და თამაშის მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ მოვახერხეთ.

„ჩვენ ძალიან რთული სეზონი გვაქვს. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება სასტარტოში და ვინ სატადარიგოთა სკამზე, მთავარი ყოველთვის გუნდის წარმატებაა. დღეს ცუდი პირველი ტაიმის შემდეგ გუნდმა მებრძოლი ხასიათი აჩვენა და ჩვენ გამარჯვებასთა ნახლოს ვიყავით.

„დავრჩები თუ არა იუვეში ? მე პროესიონალი ვარ და ნებისმიერ გუნდში სადაც ვითამაშებ ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ. ყველამ იცის, რომ მე აქ კარიერის ბოლომდე დავრჩებოდი, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის.“