Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მორატა:“ კარიერის დასრულება ხეტაფეში მინდა“

ალვარო მორატას თქმით, ატლეტიკო ყოველთვის მის გულში იქნება, თუმცა კარიერის დასრულება ხეტაფეში სურს.

ესპანელი ფეხბურთელი იუვეში სეზონის სტარტზე დაბრუნდა და 8 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა.

„ყველა ფეხბურთელს აქვს გუნდი, სადაც მან კარიერა დაიწყო. ჩემს შემთხვევაში ეს ატლეტიკო იყო და მე ამ გუნდის მადლიერი ცხოვრების ბოლომდე ვიქნები. ჩოლოსთან (დიეგო სიმეონე) ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.

„არ ვიცი, მოვირგებ თუ არა ატლეტიკოს ფორმას ოდესმე. ახლა მე თავს კარგად ვგრძნობ და იუვეში ბედნიერი ვარ, თუმცა მომავალში რა მოხდება არავინ იცის.“

მორატა 2007 წელს ატლეტიკოს ახალგაზრდული გუნდიდან ხეტაფეში გადავიდა.

„დიდი სურვილი მაქვს, რომ კარიერის ბოლო პერიოდი ხეტაფეს რიგებში გავატარო. ამ გუნდის პრეზიდენტთან და ხალხთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩემი აზრით, ყველაფერს, რასაც მივაღწიე, მათ უნდა ვუმადლოდე.“