Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მორატა:“ რონალდუს გვერდით თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს“

ალვარო მორატამ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა და საკუთარ მომავალზე გააკეთა კომენტარი.

„კრიშტიანუ იუვენტუსში ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის რაფაელ ნადალს მახსენებს, რომელსაც ყინულივით ცივი მენტალობა აქვს. მას სურს გოლების გატანა არა რეკორდების მოსახსნელად, არამედ ტიტულების მოსაგებად. მე მას დიდ პატივს ვცემ და კრიშთიანუს გვერდით თამაში ძალიან მსიამოვნებს.

„დავრჩები თუ არა იუვენტუსში ? ჩემი მომავალი მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. ყველაფერს ჩემი აგენტი აგვარებს და მე სადაც მეტყვიან, ბოლომდე იქ დავიხარჯები. ახლა ჩემი მთავარი საზრუნავი ესპანეთის ნაკრებია.“