Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მორატა:“ ჩემი ბედი ჩემს ხელში არ არის…“

იუვენტუსის ფორვარდმა ალვარო მორატამ, რომელიც ტურინულ გრანდში იჯარის წესით იმყოფება და ბიანკონერის მისი გამოსყიდვა სეზონის ბოლოს 35 მილიონად შეუძლია, მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე ისაუბრა.

„ჩვენ იუვენტუსში ყველა დიდი ზეწოლის ქვეშ ვართ. ადამიანები ჩემს შესახებ მეტს საუბრობენ, რადგან მე იჯარის წესით ვარ და ჩემგან ყველა უფრო მეტს ელოდება. მაშინ, როდესაც შენი ბედი შენს ხელში არ არის, ისღა დაგრჩენია, რომ მუშაობა გააგრძელო.

„სრულყოფილი არავინ არ არის. ჩვენ მანქანები არ ვართ, რომ ყოველთვის ერთსა და იმავე დონეზე ვითამაშოთ. მე ვიცი, თუ რა მევალება, კრიტიკა და სტვენა მაღიზიანებს, მაგრამ ის მე არ მაბრაზებს, რადგან როდესაც მე ჩემს ოჯახთან ერთდ ვსეირნობ, ყველაფერი სხვანაირადაა.

„მე ტრავმის გამო თითქმის ერთი თვე გამიცდა და მოედანზე დაბრუნებას ვჩქარობდი იმის მიუხედავად, რომ ფიზიკურად მზად არ ვიყავი.

„მე გუნდისთვის მუშაობა მიწევს, გასული მატჩების თამაში მარცხენა ფლანგზე მომიწია და ფაქტობრივად ვინგერის პოზიციაზე ვთამაშობდი, მაგრამ მთავარი არის ის, რომ მწვრთნელის მითითებები შევასრულო.

„რა თქმა უნდა, მე მეტის გატანა და უკეთ თამაში მსურს, ტრავმის მიღებამდე ყველაფერი კარგად იყო და ვფიქრობ, რომ მალე ფორმას დავიბრუნებ.“