Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მორატა:“ ჩვენ სიმშვიდეს არ ვკარგავდით“

ალვარო მორატამ მალმოსთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ არც თუ ისე კარგი სტარტის მიუხედავად, გუნდი საკუთარ ძალებში დარწმუნებული იყო.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა წარმატებულად დაიწყო. ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, გუნდმა ბევრი პოზიტიური თვისება გამოავლინა და ძალიან საჭირო 3 ქულა მოიპოვა.

„მართალია ჩვენ სეზონი არც თუ ისე კარგად დავიწყეთ, მაგრამ ფეხბურთი ასეთია და წინასწარ ვერასოდეს ვერაფერს დაგეგმავ. შენ მხოლოდ შეგიძლია, რომ დაშვებული შეცდომა გააანალიზო და მუშაობა გააგრძელო, რომ ის აღარასოდეს დაუშვა. ჩვენ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არასოდეს შეგვპარვია და ვიცით, რომ სიტუაციას სერია ა-ში ძალიან მალე გამოვასწორებთ.“