Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მორატი:“კონტე ინტერში უნდა დარჩეს“

ინტერის ყოფილმა მფლობელმა და პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა და განაცახა, რომ ნერაძურიმ კონტე არ უნდა გაუშვას.

„ძალიან გახარებული ვარ და ფინალს სულმოუთქმელად ველოდები. ზუსტად ისეთი შეგრძნება მაქვს, როგორც 10 წლის წინ. ნახევარფინალში ასეთი გამარჯვება გუნდს მოტივაციას და მენტალურ სიძლიერეს მატებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ლუკაკუ – ლაუტაროს დუო შესანიშნავად მუშაობს. სიმართლე რომ გითხრათ, ლუკაკუს ტრანსფერს ეჭვის თვალით ვუყურებდი, თუმცა აღმოჩნდა, რომ შესანიშნავ ფიზიკასთან ერთად მას არაჩვეულებრივი ტექნიკა აქვს და გუნდზე თამაშიც შეუძლია. ლაუტარო კი ფეხბურთის მომავალია, მას უზადო პოტენციალი აქვს.

„კონტეს რაც შეეხება, ის გუნდში უნდა დარჩეს. როგორც მწვრთნელი, მის პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანა შეუძლებელია და საწინააღმდეგოს ვერავინ იტყვის. ყველა ადამიანი თავისებურია და ანტონიოს ყველაფრის პირდაპირ თქმა უყვარს, თუმცა ეს ფეხბურთის ნაწილია. მწვრთნელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობაა და მე ვიცი, რომ კონტესა და ჟანგს შორის არანაირი კონფლიქტი არ არსებობს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.