Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მორატიმ ინტერში დაბრუნება გამორიცხა

ინტერის ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ ნერაძურის რიგებში დაბრუნება კიდევ ერთხელ გამორიცხა და აღნიშნა, რომ აქციების მცირე ნაწილის ყიდვას არ აპირებს.

მორატი ინტერის მიმართ სიყვარულს არ კარგავს და გუნდის შესახებ მედიასთან ხშირად ლაპარაკობს, თუმცა არაერთი წყაროს ინფორმაციის მიუხედავად, რომ ის გუნდში დაბრუნებას გეგმავდა, მორატიმ ეს ხმები არაერთხელ უარყო.

„საფეხბურთო გუნდში აქციათა მწირი წილის ქონა არაფრის მომტანია.

„ამ მომენტისთვის მე ფეხბურთში დაბრუნებას არ ვაპირებ, არ მგონია, რომ ახლა ამისთვის შესაბამისი დროა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თუ ინტერი გაიყიდება, მას ისეთი მეპატრონე ეყოლება, ვისაც გუნდი ჩემსავით უყვარს.

„ჟანგის ოჯახს რაც შეეხება, ინტერის ქომაგები მადლობლები უნდა იყვნენ იმ სამუშაოთი, რაც მათ გუნდში მისვლის პირველივე დღიდან გასწიეს.“