Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მორატიმ მანჩინის ინტერიდან გაშვების მიზეზი დაასახელა

ინტერის ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ გუნდიდან რობერტო მანჩინის გაშვების შესახებ ისაუბრა.

„რობერტო მანჩინის ინტერიდან წასვლას მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა. ის გუნდში ფენომენალურად მუშაობდა, თუმცა მე გადავწყვიტე, რომ ცვლილებების დრო იყო.

„მანჩინის ჩემი მშობლების სახლშივესაუბრე და მას პირდაპირ ვუთხარი, რომ მისი მუშაობით კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ გუნდს ცვლილებები სჭირდებოდა და მანაც ყველაფერი ღირსეულად მიიღო.

„მისი წასვლის შემდეგ მე მაშინვე ჟოზე მოურინიოს დავურეკე და ვუთხარი, რომ ჩვენ კონტრაქტი უნდა გაგვეფორმებინა, რაც საბოლოო ჯამში სწორი გადაწყვეტილება გამოდგა.“

რობერტო მანჩინიმ ინტერის მწვრთნელის ამპლუაში 2004-08 წლებში იმუშავა, რა დროსაც 3 სკუდეტო, 2 კოპა იტალია და 2 სუპერ კოპა მოიგო.

ინტერიდან წასვლის შემდეგ მან მანჩესტერ სიტისთან ერთად პრემიერ ლიგის და FA თასის ტიტულები მოიგო, გასულ ზაფხულში კი იტალიასთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა.

ინტერმა კი ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით 2009-10 წლების სეზონში ლეგენდარული ტრებლი მოიგო.