Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მორატი:“ ინტერის მომავალზე ძალიან ვღელავ…“

ინტერის ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ არ დამალა, რომ Suning-ის რთული ფინანსური სიტუაციის გამო ნერაძურის მომავალზე ძალიან დარდობს.

„Suning-ი ინტერში სერიოზული გეგმებით მოვიდა და მათ გუნდის გასაძლიერებლად ძალიან დიდი ფული დახარჯეს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩინეთში რაღაც მოხდა და მათ უცხოური აქტივების დატოვება მოუწიათ.

„ვიცი, რომ სტივენ ჟანგს ინტერის შენარჩუნება სურს, მაგრამ როდემდე ? ფაქტია, რომ გუნდს ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ფეხბურთელების გაყიდვა სჭირდება, რაც კარგი სიგნალი არასოდეს არის.

„კონტე ? კონტეს ინტერისადმი ემოციური დამოკიდებულება არ ჰქონდა. ის დიდი პროფესიონალია, რომელმაც ნერაძურის რიგებში შესანიშნავად იმუშავა, მაგრამ ემოციის ნაკლებობა ინტერის მიმართ მას ყოველთვის ეტყობოდა.“